გენდერული თანასწორობა

Published November 8, 2012 by isabelle

თემა, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ვფიქრობ დღეს ძალიან აქტუალურია საქართველოში. მე შვეცდები დაგანახოთ რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა სინამდვილეში და ასევე დავაფიქსირებ ჩემს აზრს ამის შესახებ.

გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენ­დე­რუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად უფ­რო მე­ტი ქა­ლი იღუ­პე­ბა, ვიდ­რე კი­ბოს, მა­ლა­რი­ი­სა და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად ერ­თად აღე­ბუ­ლი. 90-ია­ნი წლე­ბის და­საწ­ყის­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და მსოფ­ლიო ბან­კმა პირ­ვე­ლად გა­აც­ნო­ბი­ე­რეს მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი და აქამ­დე აუთ­ვი­სე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­სურ­სის არ­სე­ბო­ბა, რო­მელ­საც ქა­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. დღეს ეს ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, ისე­ვე რო­გორც ეკო­ნო­მი­კის წამ­ყვა­ნი ექ­სპერ­ტე­ბი, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი სიმ­დიდ­რე არა ოქ­როს ან ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ე­ბია, არა­მედ ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არა­სო­დეს ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვი და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნათ შრო­მით ბა­ზარ­ზე და ამით წვლი­ლი შე­ე­ტა­ნათ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბის შე­მო­სავ­ლის გაზ­რდა­სა და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
ალ­ბათ არც ის არის შემ­თხვე­ვი­თი, რომ მუს­ლი­მურ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად არის გა­თე­ლი­ლი და ქალ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ნო­მი­ნა­ლუ­რია, დის­პრო­პორ­ცი­უ­ლად მძვინ­ვა­რებს ძა­ლა­დო­ბა და ტე­რო­რიზ­მი. თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა­ში მომ­წიფ­და თე­ო­რია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ექ­სტრე­მიზ­მი­სა და ძა­ლა­დო­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი მუს­ლი­მურ ქვეყ­ნებ­ში არა ის­ლა­მუ­რი მოძ­ღვრე­ბაა, არა­მედ ქალ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა შრო­მით ბა­ზარ­სა და გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სებ­ში. დღეს­დღე­ო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მიღ­წე­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი­სა, პლა­ნე­ტის უდი­დეს ნა­წილ­ში გენ­დე­რუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი პრაქ­ტი­კე­ბია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი: ექ­ვსმი­ლი­არ­დი­ან პლა­ნე­ტა­ზე, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს ქა­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, მი­წის მე­სა­კუთ­რე ქალ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მხო­ლოდ 1%-ია.

საქართველო მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით, 134 ქვეყნიდან   84-ე ადგილზეა და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ტანზანია, განა, ვიეტნამი, უზბეკეთი და ნიკარაგუა; ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული ფენომენია ადრეული ქორწინებები, მოტაცება ქორწინების მიზნით, ქალიშვილობის ინსტიტუტი, ე.წ. “ღირსების მკვლელობებიც” კი; ყოველი მეთერთმეტე ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ხოლო 35%-ზე მეტი განიცდის ძალადობის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ და ეკონომიკურ ზეწოლას; საქართველო მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში სელექციური აბორტების, იგივე დაუბადებელ ბავშვთა სქესობრივი ნიშნით მკვლელობების, თვალსაზრისით. ტრადიციის შედეგად, რომლის თანახმადაც ბიჭის, როგორც “მემკვიდრის” დაბადება უფრო სასურველია, ყოველწლიურად ათასობით გოგონა ხდება სქესის ნიშნით ნაყოფის მუცელშივე მკვლელობების მსხვერპლი…

დროა ეს ყველაფერი შეჩერდეს საქართველოშიც, ისევე როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ქალებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი უფლებები და უნდა გაიაზრონ ის, რომ არაფრით არიან კაცებზე ნაკლებნი. იმედი მაქვს მალე აღარ გავიგონებთ სქართველოში შემდეგ ფრაზებს: “ქალის ადგილი კუხნაშია” “ქალი საჭესთან მე არ გამიგია” “კაცისთვის შეიძლება ქორწინებამდე გაგულავება და ქალისთვის არა” და ა.შ
ეს ყველაფერი ჩემი “მოკრძალებული” აზრით არის დიდი მ ა რ ა ზ მ ი… გოგონებო და ქალბატონებო, იცოდეთ თქვენი უფლებები და არ დააჩაგვრინოთ თავი მამაკაცებს. ნუ დაეთანხმებით, როცა გეტყვიან, რომ კაცი უფრო ჭკვიანია ვიდრე ქალი, რადგან გახსოვდეთ: მსოფლიოში ორი ყველაზე მაღალი IQ-ს კოეფიციენტი(ინტელექტის განსაზღვრის კოეფიციენტი) სწორედ ქალებს ეკუთვნით!

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 14

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

4 comments on “გენდერული თანასწორობა

  • “საქართველო მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში სელექციური აბორტების, იგივე დაუბადებელ ბავშვთა სქესობრივი ნიშნით მკვლელობების, თვალსაზრისით. ტრადიციის შედეგად, რომლის თანახმადაც ბიჭის, როგორც “მემკვიდრის” დაბადება უფრო სასურველია, ყოველწლიურად ათასობით გოგონა ხდება სქესის ნიშნით ნაყოფის მუცელშივე მკვლელობების მსხვერპლი…”
    anu aborti unda aikrZalos?

    • aborti ki ar unda aikrdzalos xalxis azrovneba unda sheicvalos. ar unda iyos aborti aseti masobrivi, torem arsebobs gamouvali situacia roca sxva gza ar aris. magalitad, mashin rodesac nayofis dabadebam sheidzleba dedis sikvdili gamoiwvios.

  • ხალხის აზროვნების შეცვლა ცოტა ძნელი საქმეა და არც მთავრობას და არც რომელიმე ორგანიზაციას ეს არ ხელეწიფება. აქედან ქამომდინარე მთავრობას შეუძლია მხილოდ რეაგირება მოახდინოს ,,მუცელშივე მკვლელობების” აღსაკვეთად. ანუ იურიდიულად ადამიანის სიკვდილი არის თავის ტვინის ფუნქციის შეწყვეტა (სამოქალაქო კოდექსი). თავის ტვინის ფუნქცია კი არის ნეირონების მეშვეობით სხეული მართვა, ანუ ნერვიული ფუნქცია. ნეირონები კი ბავშვს ჩასახვიდან რამდენიმე დღეში აღენიშნება (უკვე დაკვირვებითაც თვალსაჩინო ხდება), ხოლო ნერვიული ფუნქცია უკვე ჩასახვის მომენტიდან აქვს. ამით იმის თქმა მინდა, რომ აბორტს სპეციალური აკრძალვა არ სჭირდება, ნორმალურმა სასამართლომ შესაბამის მტკიცებულებათა დაყრდნობით ეს უკვე მკვლელობად უნდა შეაფასოს.
    აბორტის დაშვებით ჩვენ არაფრით განვსხვავდებით წარმართ რომაელთაგან, რომელთაც უფლება ჰონდათ ,,არასასურველი” ახალშობილი შობიდან სამი დღის განმავლობაში ნაგავსაყრელზე გადაეგდოთ (მათ უბრალოდ ჩვილის პირდაპირ საშვილოსნოში განადგურების ტექნოლოგია არ ჰქონდათ და სამი დღე ამისთვის სჭირდებოდათ).
    რაც შეეხება სიცოცხლის რეალურ საფრთხეს, ის შეიძლება კანონში სპეციალურად გაიწეროს.
    ისე პირადი გამოცდილებით, ქალი საჭესთან მართლაც საშიშია…

  • Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: