ჰელოუინის განწყობა….ანუ ორიგინალური ქუდი

Published November 1, 2012 by isabelle

დღეს 31 ოქტომბერია და როგორც მოგეხსენებათ, მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ჰელოუინი. თქვენდა გასაკვირათ საქართველოშიც. დიდი სურვილი მქონდა ჰელოუინზე წასვლის, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და გადავწყვიტე სულ ცოტათი მაინც შემექმნა ჰელოუინის განწყობა და სკოლაში ჯადოქრის ქუდით გამოვცხადდი…ასევე მეცვა ტანსაცმელი მუქ ტონებში, რაც მთლიანად ჯადოქრის ფორმას წააგავდა ქუდთან ერთად :))
-რა ორიგინალური ქუდი გახურავს- იყო პირველი კომენტარი ჩემს ქუდთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი ერთ-ერთი კლასელის მშობელს ეკუთვნოდა….
შემდეგ სიტუაცია ცოტათი გამწვავდა😀 კლასში შემოსვლისთანავე ხალისი შემოვიტანე, მაგრამ გამაფრთხილეს დაგიწვავს ვინმე მაგ ქუდსო😀 მე ჯიუტად მაინც არ ვიხდიდი ქუდს… პირველი გაკვეთილის შემდეგ, დერეფანში გასვლისას, ზედმეტი ყურადღებაც კი მივიქციე… ძირითადად მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ “რა მაგარია” “სად იყიდე” “მეც მინდა” და ა.შ
მომეწონა, რომ ხალხს დადებითი რეაქცია ჰქონდა და როგორც ჩემი კლასელი იტყოდა “ქუდი არ დამიწვეს”😀 თუმცა ბოლოს მაინც ყველაფერი გააფუჭეს და ერთმა “იუმორთან ნაჩხუბარმა” ადამიანმა “ჰელოუინის საფრთხობელა” მიწოდა… ისე რო შევხედე თვითონ უფრო ჰგავდა საფრთხობელას, მეთქი რო ვუთხრა არ ეწყინოს თქო და მხოლოდ “რა მაგრა იღადავე დავი-shock-ე”-ს დავჯერდი😀 როგორც მოგეხსენებათ ჰელოუინი ზოგიერთის აზრით სატანისტურ რიტუალად ითვლება, ამიტომ არც ის გამომრჩენია, როგორ ამარიდეს თვალი ამ ზოგიერთებმა😀 მოკლედ სულ ეს იყო და როცა მოინდომებთ სკოლაში რაიმე ფორმით მისვლას ელოდეთ მსგავს რეაქციებს :))
ჰელოუინს გილოცავთ !

One comment on “ჰელოუინის განწყობა….ანუ ორიგინალური ქუდი

  • Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: