რელიგია და ადამიანის აზროვნება…. რა კავშირშია ერთმანეთთან?

Published November 1, 2012 by isabelle

ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ ადამიანი არ უნდა გაარჩიო რელიგიის მიხედვით. ქრისტიანობაც გვეუბნება, რომ შეგვიძლია ვიმეგობროთ განსხვავებული რწმენის მქონდე ადამიანთან და პატივი უნდა ვცეთ სხვის რელიგიას… მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? გაიგებენ თუ არა, რომ ადამიანი ათეისტია ეშმაკის მოციქულად ნათლავენ… სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდე თემის ზოგად განხილვას შემოგთავაზებთ. მაშ ასე… რა არის რელიგია? რელიგია არის რწმენა, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები რომლებიც მოქმედებენ ადამიანზე და მის ცხოვრებაზე. ჩემი სუბიექტური (ან ვიღაცისთვის არასუბიექტური) აზრით, რელიგია საკმაოდ კარგი საშუალებაა შეაჩერო ამბოხებულ ადამიანთა დიდ მასა. მოდით გადავხედოთ მსოფლიოში დღეს დღეობით ყველაზე გავრცელებულ რელიგიებს:

1) ქრისტიანობა (Christianity) – მთლიანად 2’107’000’000 ადამიანი, რომელშიც შედის 1,106,000,000 ბერძენი კათოლიკე, 370,000,000 პროტესტანტი, 218’000’000 ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი.

2) ისლამი ( Islam) – 1’283’000’000 მიმდევარი , მათში შედის : 1’065’000’000 სუნის მიმდევარი და 205’000’000 შიიტი.

3) ინდუიზმი (Hinduism)– 851’000’000 მიმდევარი.

4) ჩინური უნივერსალობა ( ხალხური რელიგია) (Chinese universism (folk religion)) – 402’000’000 მიმდევარი.

5) ბუდიზმი (Buddhism) – 375,000,000 მიმდევარი, მასში შედის 142’000’000 ტრევადას მიმდინარეობიდან, 210’000’000 მაჰაიანას და 22’000’000 ტანტრაიამას მიმდევერები (რომლებიც ასევე იწოდებიან ლამაისტებად).

ალბათ უმეტესობა არ შემეკამათებით, თუ ჩამოთვლილთაგან ყველაზე პროგრესულ რელიგიად ქრისტიანობას დავასახელებ. ეს რელიგია ხელს უწყობს მხატვრობის, სიმღერის და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას, რაც შეგვიძლია დავინახოთ საგალობლებში და მართლაც მშვენივრად მოხატულ ტაძრებში )))გარდა ამისა ქრისტიანობა არ არის დაფუძნებული ძალადობაზე და არ ზღუდავს ადამიანს ისე, როგორც სხვა რელიგიები. მართალია, რწმენის მიხედვით ადამიანების გამორჩევა ცუდი საქციელია, მაგრამ მე, პირადად, საღად მოაზროვნედ ვერ აღვიქვამ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს გამუდმებით ზიანს აყენებს და ამბობს, რომ ეს მისი რელიგიის წესია… რელიგია არა მხოლოდ ადამიანის სულიერებაზე, არამედ მის აზროვნებაზე და ფსიქიკაზეც აისახება.
ქრისტიანობის შემდეგ ყველაზე პროგრესულ რელიგიად მივიჩნევ ბუდიზმს. ეს რელიგია ადამიანს ასწავლის თავის თავთან მუშაობას და აწყნარებს მას. მე თუ მკითხავთ ბუდიზმი ფილოსოფია უფროა ვიდრე რელიგია. ეს მოსაზრება სხვებისგანაც არაერთხელ გამიგონია…

ახლა კი დავუბრუნდეთ ისევ ქრისტიანობას…. ბევრისთვის ახალი ამბავი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ქართველი მართლმადიდებლები ხშირად ძალიან შეჭრილები არიან მორწმუნის როლებში. ხანდახან აგრესიაზეც კი გადადიან საკუთარი რელიგიის დასაცავად. ერთხელ შევესწარი მართლმადიდებლის და ათეისტის კამათს. პირველი ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი, მეორე კი ძალიან ცინიკურად. გამიკვირდა და არ მეგონა, რომ ადამიანს, რომელსაც თავისივე თქმით მთელი არსებით სწამს უფლის და მიჰყვება მის გზას შეეძლო ისეთი რამის თქმა რაც მე მითხრა იმ “მართლმადიდებელმა”. საქმე იმაშია, რომ როდესაც კამათი დაასრულეს და მე აშკარად ვხედავდი აგრესიას “მართლმადიდებლისგან” მას დავუსვი კითხვა: შენი სარწმუნოების სიტყვიერი შეურაცხოფის გამო ადამიანს მოკლავ?-კი-მიპასუხა მან.
-და მაგას გეუბნება ღმერთი?-ამ კითხვაზე უკვე პასუხი ვეღარ გამცა….
მე არც ათესიტების მხარს ვიჭერ და არც ასეთი “გარეკილი მართლმადიდებლების”, რომლებსაც ვერ გაუგიათ თავიანთი რელიგიის ნამდვილი აზრი. საერთოდაც მე თუ მკითხავ ბავშვი არ უნდა მონათლო მაშინ, როდესაც იგი პატარაა და რელიგიის არსი არ ესმის. გაიზრდება და როცა ყველაფერში გაერკვევა თავად გადაწყვეტს რა მრწამსს მიიღებს… პირადად მე ვცდილობ ყველაფერში ნეიტრალური მხარე დავიჭირო, არასდროს ვყოფილვარ ათეისტი და დარწმუნებული ვარ არც ვიქნები )) მოვინათლე მართმადიდებლად, მაგრამ მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა ჩემს რელიგიასთან დაკავშირებით…. ყველაფრის მიუხედავად მივიჩნევ, რომ ჩემი რელიგია საუკეთესოა ყველა დანარჩენ რელიგიებს შორის )) თუმცა მოწოდებით მე მაინც აგნოსტიკი გახლავართ🙂

6 comments on “რელიგია და ადამიანის აზროვნება…. რა კავშირშია ერთმანეთთან?

  • ვაა მეც აგნოსტიკი ვარ ))
    ძალიან გამიხარდა ასე კარგად რომ აზროვნებ და არ გავხარ იმ საცოდავ ბრბოს თვითონაც რომ არ იციან რას ეთაყვანებიან

  • Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: