ჩემი დაწერილი ლექსები

Published October 26, 2012 by isabelle

სანამ ჩემი ლექსების კითხვაზე გადახვიდოდეთ, მინდა შეგამზადოთ და გითხრათ, რომ ლექსებს ძირითადად ვწერ მისტიურ ან რომანტიულ თემებზე, თუმცა ძირითადად მაინც უფრო სიყვარულს ეხება ჩემი ლექსები…. მაგრამ მე ლექსებს ჩემს თავზე არ ვწერ ანუ ძალიან იშვიათად ხდება, რომ ლექსი დავწერო ჩემს ნამდვილ განცდებზე…. ახლა კი შეგიძლიათ დაიწყოთ კითხვა, იმედი მაქვს მოგეწონებათ (ცოტათი მაინც)🙂

ჩუმი წუხილი

ხანდახან ჩემს გულში იშლება სიყვარული,
მერე ქრება და მიჩნდება სიძულვილი,
ერთმანეთს ებრძვის ორი მსგავსება
ვერცერთი იმარჯვებს, ორივე მარცხდება.
შურისძიების სურვილი მკლავს და
ვასწორებ მიწასთან მათ ვინც მიყვარდა.
უსაზღვრო, გრძელი ფიქრები მტანჯავს,
თითქოს ვიღაცა რამეს მიმალავს.
ჩემში ღამე და დღე ერთადაა,
დემონის ხმა და უფლის ძახილი.
აქ სიყვარული მხოლოდ ერთგანაა,
სხვა ყველაფერი ზიზღის სამხილი.
როცა გარება ყველა ოცნება,
და წაიშლება ყველა სურვილი,
იქ დაიძინებს ჩემი გონება,
და ეს იქნება ჩუმი წუხილი…

მე წავალ…

მე წავალ შორს და დაგტოვებ მარტო,
გთხოვ ამ ერთ რამეს: არ მოგენატრო
მე წავალ შენგან სველი თვალებით,
გთხოვ ნუ დამღალე ამდენი წამებით.
პატარა ქალაქში დიდი გრძნობები
იფეთქებს კვლავ და არ გეხსომები,
პატარა გოგონა, პატარა ქალაქი
უაზრო სიტყვები, უაზრო ლაქლაქი.
მე წავალ შენგან,  წავალ აქედან
დაგტოვებ მარტო სავსე მთვარესთან
და დავშორდებით მე და შენ ღამეს,
ღამეს და ლამაზ სევდიან მთვარეს.

ჩემი ცრემლები

ჩემი ცრემლები მარგალიტებს ჰგავს,
ჩუმი სინაზით რომ გინათებენ ცას.
ჩემი ცრემლები გულიდან მოდის
და თითქოს მიჰყვება მონატრების ხმას.
ჩემი თვალები დაგეძებენ შენ,
კვლავ უიმედოდ გავყურებ გზას,
გელოდები შენ, ვეძახი სხვას,
ჩემს ფიქრებს ვადარებ უზარმაზარ ზღვას.
ვხედავ შენს სახეს როცა ვახელ თვალს,
ის როდის მოვა?-ვეკითხები თავს,
თუმცა ვიცი, რომ არ დაბრუნდები
და ვერ ვიპოვი სხვას ვინც შენ გგავს…

მე რომ მოვკვდები

მე რომ მოვკვდები  გარს დამიფინეთ თეთრი ვარდები
მე რომ მოვკვდები ალბათ ცივი და ჩუმი გავხდები.
მე რომ მოვკვდები ბევრს ნუ იტირებთ ნუ დაღვრით ცრემლებს
ნუღა შემახებთ ჩემს ცივ სხეულზე პატარა ხელებს.
მე რომ მოვკვდები ნუ შემომახვევთ ტანზე სუდარას,
ნურც ცოცხლად მიხმობთ, ნურც ღმერთს დაუწყებთ მუდარას…
კვლავ გაიხსენეთ მე ვინ მიყვარდა და ვის ვეტრფოდი
და რომ მოვკვდები მას უთხარით, რომ მისთვის ვკვდებოდი…

მოვა სიყვარული

მოვა სიყვარული შორს გადაკარგული,
ცაში გაფანტული და გადამალული.
მოვა სიყვარული, უთუოდ მოვა
და შეჩერდება ძლიერი თოვა.
მოვა დაშრეტილი და გულგახეთხილი,
მოვა და სიმშვიდეს მოიტანს კვლავაც.
მოვა სიყვარული ტანჯვით დაფერფლილი,
კვლავ ის სიყვარული, კვლავ ის განდეგილი.
მოვა ნაფერები და მიტოვებული,
მოვა სიყვარული კვლავ გათბება გული,
მოვა ნატირები და გახარებული,
ცაში აფრენილი, შორს გატაცებული.
მოვა სიყვარული, იფარფატებს სული
წავა სიამაყე და გაქრება შური,
მოვალ მეოცნებედ შენგან გაფრენილი,
მოვა სიყვარული ტანჯვით დაფერფლილი…


შენი მონატრება წამით

გუშინ გამიტაცეს მე შენზე ფიქრებმა,
კვლავ ამიცრემლიანეს თვალი,
მაგრამ სიყვარული სადღაც გამქრალიყო,
თითქოს ვეღარ მეცნო თავი.
ო, როგორ მიყვარდი,
როგორ გნატრულობდი,
როგორც მზის ამოსვლას ღამით,
მაგრამ გამქრალიყო ჩემი სიყვარული,
ნეტავ სად წავიდა, საით?!
ნეტავ ვის ვაჩუქე მე შენზე ფიქრები
ვინ გავაბედნიერე ამით?!
ნეტავ ვის დავუთმე ჩემი სიყვარული,
შენდამი სიყვარული მალვით…
გუშინ გამახსენდა მე შენი ღიმილი
როგორ მიღიმოდი მაშინ,
ალბათ გიყვარდი და მე ვერ ვხვდებოდი,
ანდაც მერეოდი სხვაში…
იქნებ მე სულაც არ მყვარებიხარ,
მაგრამ შევიშალე ლამის…
მე შენთან მინდოდა ვყოფილიყავი,
შენ კი მე გამცვალე სხვაში…
ახლა ჩემს გარშემო ქარები ქრიან
შენი ალერსის სახით,
ამ ქარებს თავის სახელიც ჰქვიათ:
შენი მონატრება წამით…

3 comments on “ჩემი დაწერილი ლექსები

  • Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: