ისინი ჩვენს შორის არიან

Published October 25, 2012 by isabelle

მოვიდა ღამე და როგორც ყოველთვის, დღესაც შემომაწვა მისტიური აზრები :))) დღეს მინდა გესაუბროთ ადამიანებზე, რომლებიც სინამდვილეში სულაც არ არიან ჩვეულებრივები, მაგრამ ერთი შეხედვით ვერ გამოვარჩევთ სხვა ადამიანებისგან…. მოკლედ დღეს ვისაუბრებთ ჯადოქრებზე…. როგორც მოგეხსენებათ, შუა საუკუნეებში კლავდნენ ყველას, ვისაც ჯადოქრობაში ამხელდნენ. ჯადოქრის დასჯის ყველაზე გავრცელებული საშუალება იყო კოცონზე დაწვა….მაგრამ ვის კლავდნენ სინამდვილეში ადამიანები? განა იყვნენ ნამდვილი ჯადოქრები ისინი, ვინც კოცონზე დაწვეს, ჩამოახრჩეს ან სხვანაირად გამოასალმეს სიცოცლეს?…. შუა საუკუნეებში ითვლებოდა, რომ ქალს, რომელსაც ჰქონდა რიჟა თმა აუცილებლად “კუდიანი” იყო. ეს მითი დღემდეა შემორჩენილი და პირადად მე, ბევრისგან გამიგია, რომ არ უნდა ენდო ჟღალთმიან ადამიანს….სრული სისულელე!
ჩვეულებრივ მოკვდავს არ შეუძლია მხოლოდ გარეგნობით გამოარჩიოს ჯადოქარი ხალხის მასისგან… ეს მხოლოდ ნათელმხილველებს შეუძლიათ(მათგანაც ყველას არა)…. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: მაშინ ვინ არიან ჯადოქრები?
მარტივად რომ აგიხსნათ ჯადოქარი არის ადამიანი, რომელიც არის ზებუნებრივი ძალის მატარებელი. შეუძლია სულებთან კონტაქტი,  შესწევს უნარი  მაგიური ძალის დახმარებით ადამიანზე იმოქმედოს დადებითად ან უარყოფითად, შეუძლია განკურნოს ან პირიქით დაასნეულოს ადამიანი და ა.შ

არსებობს რამდენიმე გზა ჯადოქრად ქცევის. მე მხოლოდ სამ მათგანს გეტყვით:
1) უნდა მოგნათლოს ჯადოქარმა
2) უნდა იყო მეოთხე თაობა და შენს წინა თაობებში მხოლოდ შენი სქესის ადამიანები უნდა ჩნდებოდნენ( მაგალითად თუ ხარ ბიჭი მამაშენს არ უნდა ყავდეს და, უნდა ყავდეს ძმა ან ეგეც არ ყავდეს. და არც მამაშენის მამას  უნდა ყავდეს და არც იმის მამას)ამ შემთხვევაში ადამიანების უმეტესობა იბადება ჯადოქრად, უბრალოდ ნიჭს სჭირდება გამოვლენა.
3) შენ თვითინ უნდა დაეუფლო მაგიის ხელოვნებას და გააღვიძო შენში ზებუნებრივი ძალა. (ცნობილია, რომ ადამიანი იყენებს თავისი ტვინის შესაძლებლობის მხოლოდ 3%-ს. დანარჩენი კი მიძინებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი გაღვიძება არ შეგვიძლია)

ალბათ ბევრს სასაცილოდ მოეჩვენება თუ ვიტყვი, რომ ჯადოქრები ისევ არსებობენ…. დიახ ისინი არსებობენ და ჩვენთან ერთად ცხოვრობენ…მათ შეიცნეს სამყაროს საიდუმლოების ის ნაწილი, რომელსაც ვერ ჩაწვდა ჩვეულებრივ მოკვდავთა უმეტესობა…. გგონიათ რომ ეს შეუძლებელია?…. დაგავიწყდათ? შეუძლებელია არაფერია!

5 comments on “ისინი ჩვენს შორის არიან

  • tanamedrove magebs vitsnob da ikidan var informirebuli. aseve wamikitxavs literatura magebis shesaxeb… mokled informatsiis migebis mravali gza arsebobs tu adamiani martla dainteresebulia🙂

  • Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: