ტელეკინეზი ანუ ნივთების გადაადგილება გონების ძალით

Published ოქტომბერი 24, 2012 by isabelle

დღეს-დღეობით პარანორმალური მოვლენები ძალზედ აქტუალური გახდა. ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მისტიურ პარანორმალურ მოვლენას “ტელეკინეზი” ეწოდება.  ტელეკინეზი ნიშნავს გონების ძალით ნივთების გადაადგილებას. არსებობს მოსაზრება, რომ ტელეკინეზი ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა და შეუძლებელია მისი შემდგომ შეძენა, მაგრამ პირადად მე, ამას არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები ვისაც ეს ნიჭი დაბადებიდანვე აქვთ ნაბოძები, მაგრამ ტელეკინეზის შესწავლა შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში. ამისათვის საჭიროა ნებისყოფა, დიდი მონდომება და წარმოსახვის უნარი.

მაშ ასე…. ვინც ამ აბზაცის შემდეგ ტელეკინეზის შესწავლა გადაწყვიტეთ, გააგრძელეთ კითხვა. სულ დაგჭირდებათ 1 თვე. ყოველ დღე ერთი და იგივე დროს (უმჯობესია საღამოს) მოკალათდით ისეთ ადგილზე სადაც არავინ შეგაწუხებთ და არანაირი ხმაური არ იქნება. პირველ დღეს იწყებთ 5 წუთიდან და ნელ-ნელა დროს ზრდით 15 წუთამდე. თეთრ ფურცელზე დახატეთ პატარა შავი წერტილი და მოათავსეთ თქვენს წინ. დაჯექით და უყურეთ,  ისე რომ გონება დაასვენოთ და საერთოდ არაფერზე ფიქრობდეთ. (მიაქციეთ ყურადღება, რომ ხერხემალი გქონდეთ სწორ მდგომარეობაში) ეს სავარჯიშო კარგია ნებისყოფის გამომუშავებისთვის. როგორც უკვე გითხარით ყოველ დღე დრო ნელ-ნელა გაზარდეთ და ადით 5 წუთიდან 15 წუთზე. როდესაც მიაღწევთ 15 წუთს გადადით მეორე სავარჯიშოზე. ამჯერად ფურცელზე დახატეთ 2 შავი წერტილი. ერთი ქვემოთ და მეორე მის ზემოთ. წარმოიდგინეთ თითქოს ეს წერტილები ნელ-ნელა წყდებიან იმ ადგილს სადაც ისინი ეხატ და ერთმანეთისკენ მიდიან ცურვა-ცურვით. შემდეგ სცადეთ ჯერ ზემოთა წერტილი მიიყვანოთ ქვემოთამდე და შემდეგ პირიქით- ქვემოთა ზემოთამდე. (ესეც დღეში 15 წუთი) ამ დავალებაზე იმუშავეთ დაახლოებით 15 დღე. 15 დღის შემდეგ ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ თითქოს ამ ყველაფერს რეალობაში აკეთებთ და თქვენი გონება მიწებებულია შავ წერტილებზე… აქ უკვე დროა მესამე დავალებაზე გადავიდეთ.

გაკვეთილი 1. იყიდეთ პლასტმასის ჭიქა. დაჯექით იატაკზე და თქვენ წინ დადგით სკამი, სკამის ზედაპირი უნდა იყოს სწორი, დააყენეთ ჭიქა ვერდიკალურ მდგომარეობაში (დაწვენილი) და გაძლიერებული ნებისყოფით ხელების მოძრაობით ეცადეთ დაძრათ ადგილიდან. დღეში 10 წუთი.
ეცადეთ რომ თქვენმა ქვეცნობიერებამ არ დაგიმტკიცოთ რომ ეს უბრალოდ ქარია და არაფერი სხვა… შედეგი გექნებათ 5-10 დღეში (თქვენ მონდომებაზეცაა დამოკიდებული)
გაკვეთილი 2. ჩამოკიდეთ ასანთის ღერი აბრეშუმის ძაფზე ვერდიკალურად (დაწვენილად). და შეეცადეთ ატრიალოთ მისივე ღერძის გარშემო. დღეში 10 წუთი.
შედეგი 5-10 დღე.

როდესაც ამ ყველაფერს აითვისებთ უკვე შეგეძლებათ თქვენ თვითონ განავითაროთ თქვენი ახლად შეძენილი ნიჭი და მოიგონოთ ახალი სავარჯიშოები. წარმატებები !

14 comments on “ტელეკინეზი ანუ ნივთების გადაადგილება გონების ძალით

  • bavshvobidan vgrdznob rom chemshi ragac unaria!! yoveltvis vcdilobdi mis povnas!! minda telekinezi shviswavlo!! yvelafers vcdilob,frenac midia imedia vipovi am unars da gavadzliereb,magram minda amashi vinme damexmaros,iseti vinc visac aqvs unari!! AUCILEBLAD VISWAVLI TELEKINEZS DA GAVADZLIEREB!! vonme
    d a m e x m a r e t

  • bavshvobidan vgrdznob rom chemshi ragac unaria!! yoveltvis vcdilobdi mis povnas!! minda telekinezi shviswavlo!! yvelafers vcdilob,frenac micdia imedia vipovi am unars da gavadzliereb,magram minda amashi vinme damexmaros,iseti vinc visac aqvs unari!! AUCILEBLAD VISWAVLI TELEKINEZS DA GAVADZLIEREB!! vinme
    d a m e x m a r e t!! ar minda vinmes giji vegono!! jer mxolod txutmetis var ara mgonia rom giji viyo!!

  • me vswavlobdi ogont aranairi wertilebi kartebit bolo xanshi ragac gamodiodasavit mere tavis tkivilebi damewyo ar gindat susti jamrtelobis mqonestvis axlac shemidzlia msgavsi ram magra mere tavi sashinlad mtkiva esaa magis gverditi movlena amastan ertad shemidzlia adamianis auris danaxava erti tveshi mivaxwie gamogivat vinc moindomebs magram kargad dafiqrdit tavi roca 2 kvira gadabmulad gtkiva kai araa damijeret tan sashineli tkivilebi axlavs chemi rcheva iqneba daiviwyet

  • Leave a reply to vano კომენტარის გაუქმება