Halloween <3

Published October 23, 2012 by isabelle


მაშ ასე ჩემო კარგებო🙂 სულ მალე მოვა ჰელოუინი და მეც, ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, ვემზადები ამ დღესასწაულისთვის…. მოდით დავიწყებ ჰელოუინის ისტორიის მოყოლით: ჰელოუინი აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. თავდაპირველად ჰელოუინს მხოლოდ ირლანდიელები აღნიშნავდნენ, ხოლო მე-19 საუკუნეში დღესასწაული ჩრდილოეთ ამერიკაშიც აღინიშნა. მე-20 საუკუნეში ჰელოუინი მთელს მსოფლიოში გავრცელდა და დღეს მას უამრავი ქვეყანა აღნიშნავს. ჰელოუინის მთავარი სიმბოლოა გოგრაში ანთებული სანთელი (Jack-o-Lantern). ეს დღესასწაული განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს, რადგან ისინი იმოსებიან ჯადოქრებივით, მეკობრეებივით, სხვადასხა ფილმის და მულტფილმის პერსონაჟებივით და ა.შ. შემდეგ ისინი აკაკუნებენ ყველა სახლის კარზე და მასპინძელს სთხოვენ ტკბილეულით გამასპინძლებას. იმ შემთხვევაში, თუ კი მასპინძელი ამაზე უარს ეტყვის, ბავშვები მას რაიმე ოინს მოუწყობენ. ალბათ გაინტერესებთ რატომ არის ჰელოუინის დღესასწაული 31 ოქტომბერს….. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე ქვეყანაში ნოემბრის პირველ შაბათს აღინიშნება ყველა წმინდანის ხსენების დღე. ლეგენდა ამბობს, რომ ჰელოუინზე ხდება უწმინდური სულების განდევნა, რათა წმინდა დღესასწაულს ადამიანები წმინდად შეხვდნენ.
მე ვფიქრობ რომ ჰელოუინში ცუდი არაფერია, რა თქმა უნდა, თუ კი არავის არაფერს უშავებ🙂 მაგრამ რატომღაც საქართველოში ჰელოუინს ბევრი სატანიზმთან აიგივებს, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს ამ დღესასწაულს….
ბედნიერ ჰელოუინს გისურვებთ !

One comment on “Halloween <3

  • Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: