ჩემი საყვარელი ლექსები

Published October 23, 2012 by isabelle

ეს არის ჩემი საყვარელი სამი ლექსი. მომავალში ჩემს დაწერილ ლექსებსაც შემოგთავაზებთ🙂

მე და ღამე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარქმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იჩილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ათოკებს ჩემს სარქმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ კვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიკრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიგრმეში მოვათავსე.
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარქმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის – როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ…
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უზმანო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს…
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

ო, რა მაგარი ქალი ხარ

უდაბნოში, რომ აღმოვჩნდე
შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ,
დასაწყისშივე გეტყვი, რომ
“ო რა მაგარი ქალი ხარ!”
შავი ღვინის გაქვს ტუჩები
მაშინ როდესაც ლოთი ვარ
და როცა თრობა მინდება,
მეც შენთან სტუმრად მოვდივარ
აი მაშინ კი დავთვრები
ჩავიძირები სასმელში,
იმას ალერსით გადმოგცემ,
რასაც არ გეტყვი სათქმელში.
ცხოვრებას რისკით შევხედავ,
სიკვდილ-სიცოცხლის მკვლევარად
თუ მთამსვლელობა შევძელი,
მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად.
ღრუბლებს ნუ ემალები,
გიხდება მათგან გამოსვლა
და როცა მწვერვალს დავიპყრობ,
შენ მზის იქნები ამოსვლა.
ვარდების ზღვაში გიხილე,
ლექსი გიძღვენი უთქმელი,
ვარდებს სურნელი აღარ აქვთ,
ვარდებს აქვთ შენი სურნელი.
ხედავ რა ქალი ყოფილხარ?
შენსკენ ლტოლვა რომ დიდია,
შენზე მაგარი კაიფი
მე სულ ფეხებზე მკიდია.
ეს ვარდები კი სუყველა,
გრძნობებით მოქარგულია,
არცერთი არ მყიდია,
სუყველა მოპარულია

3 comments on “ჩემი საყვარელი ლექსები

  • Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: