გენდერული თანასწორობა

Published ნოემბერი 8, 2012 by isabelle

თემა, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ვფიქრობ დღეს ძალიან აქტუალურია საქართველოში. მე შვეცდები დაგანახოთ რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა სინამდვილეში და ასევე დავაფიქსირებ ჩემს აზრს ამის შესახებ.

გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენ­დე­რუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად უფ­რო მე­ტი ქა­ლი იღუ­პე­ბა, ვიდ­რე კი­ბოს, მა­ლა­რი­ი­სა და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად ერ­თად აღე­ბუ­ლი. 90-ია­ნი წლე­ბის და­საწ­ყის­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და მსოფ­ლიო ბან­კმა პირ­ვე­ლად გა­აც­ნო­ბი­ე­რეს მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი და აქამ­დე აუთ­ვი­სე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­სურ­სის არ­სე­ბო­ბა, რო­მელ­საც ქა­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. დღეს ეს ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, ისე­ვე რო­გორც ეკო­ნო­მი­კის წამ­ყვა­ნი ექ­სპერ­ტე­ბი, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი სიმ­დიდ­რე არა ოქ­როს ან ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ე­ბია, არა­მედ ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არა­სო­დეს ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვი და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნათ შრო­მით ბა­ზარ­ზე და ამით წვლი­ლი შე­ე­ტა­ნათ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბის შე­მო­სავ­ლის გაზ­რდა­სა და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
ალ­ბათ არც ის არის შემ­თხვე­ვი­თი, რომ მუს­ლი­მურ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად არის გა­თე­ლი­ლი და ქალ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ნო­მი­ნა­ლუ­რია, დის­პრო­პორ­ცი­უ­ლად მძვინ­ვა­რებს ძა­ლა­დო­ბა და ტე­რო­რიზ­მი. თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა­ში მომ­წიფ­და თე­ო­რია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ექ­სტრე­მიზ­მი­სა და ძა­ლა­დო­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი მუს­ლი­მურ ქვეყ­ნებ­ში არა ის­ლა­მუ­რი მოძ­ღვრე­ბაა, არა­მედ ქალ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა შრო­მით ბა­ზარ­სა და გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სებ­ში. დღეს­დღე­ო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მიღ­წე­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი­სა, პლა­ნე­ტის უდი­დეს ნა­წილ­ში გენ­დე­რუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი პრაქ­ტი­კე­ბია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი: ექ­ვსმი­ლი­არ­დი­ან პლა­ნე­ტა­ზე, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს ქა­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, მი­წის მე­სა­კუთ­რე ქალ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მხო­ლოდ 1%-ია.

საქართველო მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით, 134 ქვეყნიდან   84-ე ადგილზეა და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ტანზანია, განა, ვიეტნამი, უზბეკეთი და ნიკარაგუა; ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული ფენომენია ადრეული ქორწინებები, მოტაცება ქორწინების მიზნით, ქალიშვილობის ინსტიტუტი, ე.წ. “ღირსების მკვლელობებიც” კი; ყოველი მეთერთმეტე ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ხოლო 35%-ზე მეტი განიცდის ძალადობის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ და ეკონომიკურ ზეწოლას; საქართველო მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში სელექციური აბორტების, იგივე დაუბადებელ ბავშვთა სქესობრივი ნიშნით მკვლელობების, თვალსაზრისით. ტრადიციის შედეგად, რომლის თანახმადაც ბიჭის, როგორც “მემკვიდრის” დაბადება უფრო სასურველია, ყოველწლიურად ათასობით გოგონა ხდება სქესის ნიშნით ნაყოფის მუცელშივე მკვლელობების მსხვერპლი…

დროა ეს ყველაფერი შეჩერდეს საქართველოშიც, ისევე როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ქალებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი უფლებები და უნდა გაიაზრონ ის, რომ არაფრით არიან კაცებზე ნაკლებნი. იმედი მაქვს მალე აღარ გავიგონებთ სქართველოში შემდეგ ფრაზებს: “ქალის ადგილი კუხნაშია” “ქალი საჭესთან მე არ გამიგია” “კაცისთვის შეიძლება ქორწინებამდე გაგულავება და ქალისთვის არა” და ა.შ
ეს ყველაფერი ჩემი “მოკრძალებული” აზრით არის დიდი მ ა რ ა ზ მ ი… გოგონებო და ქალბატონებო, იცოდეთ თქვენი უფლებები და არ დააჩაგვრინოთ თავი მამაკაცებს. ნუ დაეთანხმებით, როცა გეტყვიან, რომ კაცი უფრო ჭკვიანია ვიდრე ქალი, რადგან გახსოვდეთ: მსოფლიოში ორი ყველაზე მაღალი IQ-ს კოეფიციენტი(ინტელექტის განსაზღვრის კოეფიციენტი) სწორედ ქალებს ეკუთვნით!

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 14

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

Advertisements

ადამის შექმნა

Published ნოემბერი 7, 2012 by isabelle

“ადამის შექმნა” არის მიქელანჯელოს ფრესკა, რომელიც დაალოხებით 1511 წელს იქნა შესრულებული. იგი სიქსტეს კაპელას (სიქსტეს კაპელა მდებარეობს ვატიკანში, მოციქულეობრივ სასახლეში, რომელიც რომის პაპის ოფიციალური რეზიდენციაა) ჭერზე დაწერილი ფრესკებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ფრესკაზე აღწერილია სიუჟეტი ძველი აღთქმიდან-ღმერთის მიერ პირველი ადამიანის, ადამის შექმნა:

“და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტყუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან.
მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად”

ფრესკაზე ღვთის მარჯვენა ხელი მიმართულია ადამისაკენ. მათი ხელები ერთმანეთს არ ეხება. სავარადოდ მიქელანჯელომ ამით ღვთიურისა და ადამიანურის ერთმანეთთან მიუწვდომლობა გამოხატა…

მაგრამ აქ არ მთავრდება ის, რისი თქმაც სურდა მიქელანჯელოს ამ ფრესკით. თუ კარგად დავაკვირდებით სურათს, ღმერთის და ანგელოზების გარშემო არსებულ ერთგვარ საფარს ტვინის ფორმა აქვს. მე-16 საუკუნეში ადამიანის ორგანოებს და მათ ფორმებს ძალიან ცოტა თუ იცნობდა და ამიტომ მიქელანჯელოს გარანტია ჰქონდა, რომ მისი ნახატის იდუმალებას დიდი ხანი ვერავინ ჩასწვდებოდა…

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა მიქელანჯელოს ნახატის მიხედვით, ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ღმერთი, ანგელოზები და ყველა სხვა ზებუნებრივი არსება შექმნა თავის ტვინში და გონებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში ისინი არ არსებობენ….

არ ვიცი მიქელანჯელო ათეისტი იყო თუ არა, მაგრამ მე პირადად ათეისტი არ ვარ და არც ამ ფრესკას ვეთანხმები :))) თუმცა შეიძლება იყოს მასში სიმართლის რაღაც მარცვალი. ჩემი სუბიექტური აზრით ადამიანმა კი არ შექმნა ღმერთი თავის ტვინში, უბრალოდ მან ისეთი შექმნა როგორიც თვითონ უნდოდა და აწყობდა… ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ რელიგია არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა შეაჩერო ამბოხებულთა დიდი არმია. მე ყველაფრის მიუხედავად მჯერა ღმერთის არსებობის, თუმცა როგორც ჩანს მიქელანჯელო ასე არ ფიქრობდა….

სადაც მე ვარ, იქ შენ ყოველთვის მეორე იქნები !

Published ნოემბერი 7, 2012 by isabelle

მიყვარს მიზანდასახული ადამიანები, მათზე წინ დგომის უფლებას რომ არავის აძლევენ. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის პირველები არიან თუ კი რაიმე საქმეს ხელი მოჰკიდეს. ვაფასებ ასეთ ადამიანებს. მიყვარს ამაყები, ზედმეტად ამაყებიც. ხშირად უხეშები და “სწერვები”. ვგიჟდები ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრების გარკვეულ პერიოდს ბრძოლაში ატარებენ, მაშინ როდესაც სხვები უბრალოდ ცხოვრების დინებას მიჰყვებიან.
ვფიქრობ იმდენი ხანი უნდა შესწირო მიზნისკენ სვლას, რამდენიც საჭიროა, რადგან ერთხელ ახვიდე უმაღლეს მწვერვალზე და სხვებს იქიდან გადმოხედო… მათ ვისაც ეჭვი ეპარებოდა შენს წარმატებაში, მათ ვისაც არ სჯეროდათ შენი ან უბრალოდ მათ ვისაც შურდათ და შურთ შენი…

დაიპყრობ მწვერვალებს და შენ უკვე ის აღარ ხარ ვინც იყავი-უბრალო ადამიანი ვისაც ეჭვის თვალით უყურებდნენ….. თუმცა მწვერვალების დასაპყრობად აუცილებელია თავდაჯერებულობა და სიჯიუტე, რადგან როდესაც ყველა გეუბნება “ვერ შეძლებ” სწორედ ეს ორი თვისება გეხმარება, რათა დაუმტკიცო მათ რომ ცდებიან :))

მინდა როდესაც ზრდასრული ადამიანი ვიქნები, ვიყო  სხვების მიბაძვის ობიექტი. ჩემთვის არც შური წარმოადგენს პრობლემას, პირიქით ვფიქრობ, რომ ადამიანის წარმატების ზრდა პირდაპირ პროპორციულია მისი მტრების რიცხვის ზრდასთან….

ჩემი ხასიათებიდან გამომდინარე, იმედი მაქვს მეც ვიქნები წარმატებული ადამიანი….
თუ კი ცხოვრებაში რამის მიღწევა გინდათ დაიმახსოვრეთ “მიზანი ამართლებს საშუალებებს”…. წარმატებას გისურვებთ ყველას! :))

შეხვედრა ნიკო გომელაურის სულთან

Published ნოემბერი 3, 2012 by isabelle

ახლა დავბრუნდი სახლში. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ…შეშინებული? არანაირად!
ალბათ თქვენთვის უცხო არ იქნება თუ გეტყვით, რომ მაგიით ვარ გატაცებული. დღეს, მე და ჩემმა ორმა მეგობარმა, სპირიტუალი სეანსი ჩავატარეთ….
წინასწარ გაფრთხილებთ არ გააკეთოთ, ის რასაც პოსტში წაიკითხავთ. ხშირად ამას სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე )))
მოკლედ ჩემს დაქალთან ვიყავით მე და მისი ორი დაქალი… ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა ჩემმა დაქალმა მითხრა, რომ ამ ბოლო დროს სახლში უცნაურ რამეებს ამჩნევს… ამას მოჰყვა ლაპარაკი და გარჩევა და ბოლოს სულის გამოძახება მოვინდომეთ. (ერთ-ერთმა უარი თქვა და მხოლოდ სამს მოგვიწია ამის გაკეთება) მთელს სახლში ჩავაქრეთ შუქები, შევიკეტეთ ტუალეტში. ავიღეთ უჯრიანი ქაღალდი და შუაში დავახატეთ პატარა წრე. ქვემოთ დავაწერეთ “კი” “არა” და “არ ვიცი”. წრის ზუსტად ცენტრში ჩავარჭეთ ძაფიანი ნემსი. გვერდით დავიდეთ ანთებული სანთელი და შუქი ტუალეტშიც ჩავაქრეთ. თავიდან დაძაბულები ვიყავით, შემდეგ კი ერთ-ერთმა გაბედა და ნემსი ხელში აიღო…. დაიწყო სპირიტუალი სეანსი. ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ და გოგონამ, რომელსაც ხელში ეჭირა ნემსი წარმოთქვა შემდეგი სიტყვები:
“მიქელ გაბრიელს ვთხოვთ დიდუბის პანთეონიდან გამოგვიგზავნოს ნიკო გომელაურის სული”
სიჩუმე ჩამოწვა სულ რამდნეიმე წამით
-აქ ხარ?- იკითხა გოგონამ, რომელსაც ხელში ნემსი ეჭირა….და უცებ ნემსი “კი”-სკენ გადაიხარა… სამივეს სუნთქვა შეგვეკრა, მაგრამ პანიკა ან უაზრო სიცილი სიტუაციას გაამწვავებდა ამიტომ კითხვების დასმა გავაგრძელეთ.
-გიყვარდა შენი ლექსები? – ისევ ჰკითხა ჩემმა მეგობარმა
ნემსმა ქანაობა დაიწყო და ისევ “კი”-სთან გაჩერდა…
-ჩვენც-უპასუხა ჩემმა მეგობარმა და შემდეგი კითხვაც დაუსვა: “ნანობ რომ მოკვდი?” (აქ ძალიან შეეშინდა, რადგან “მოკვდი”-ს მაგივრად “გარდაიცვალე” უნდა ეთქვა, მაგრამ სულმა გვაპატია)
ნემსი ქანაობდა “არა”-ს და “არ ვიცი”-ს შორის და ბოლოს “არაზე” შეაჩერა არჩევანი…
-მართალია, ადამიანს სიკვდილის მერე უფრო აფასებენ-ვთქვი მე…
უკვე სამივენი ძალიან შეშინებულები ვიყავით და ჩემმა მეგობარმა წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: “მიქელ გაბრიელს ვთხოვთ, რომ უკან გაუშვას ნიკო გომელაურის სული”
და უცებ ნემსმა მთელი წრის გარშემო დაიწყო ტრიალი…. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის წავიდა… შუქი ავანთეთ და ერთმანეთს გაკვირვებული და სახეებით ვუყურებდით….რომ არ შეგვშინებოდა, ალბათ უფრო მეტ რამეს ვკითხავდით, მაგრამ შიშის გამო ვარჩიეთ, რომ ყველაფერი მალე დაგვესრულებინა….

მე მინდა შენზე ადრე რომ მოვკვდე,
ეხლა ცრემლები გთხოვ არ დამიწყო
და ჯოჯოხეთში როდესაც მოვხვდე,
შენ სამოთხეში უნდა ჩამიწყო…..

რელიგია და ადამიანის აზროვნება…. რა კავშირშია ერთმანეთთან?

Published ნოემბერი 1, 2012 by isabelle

ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ ადამიანი არ უნდა გაარჩიო რელიგიის მიხედვით. ქრისტიანობაც გვეუბნება, რომ შეგვიძლია ვიმეგობროთ განსხვავებული რწმენის მქონდე ადამიანთან და პატივი უნდა ვცეთ სხვის რელიგიას… მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? გაიგებენ თუ არა, რომ ადამიანი ათეისტია ეშმაკის მოციქულად ნათლავენ… სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდე თემის ზოგად განხილვას შემოგთავაზებთ. მაშ ასე… რა არის რელიგია? რელიგია არის რწმენა, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები რომლებიც მოქმედებენ ადამიანზე და მის ცხოვრებაზე. ჩემი სუბიექტური (ან ვიღაცისთვის არასუბიექტური) აზრით, რელიგია საკმაოდ კარგი საშუალებაა შეაჩერო ამბოხებულ ადამიანთა დიდ მასა. მოდით გადავხედოთ მსოფლიოში დღეს დღეობით ყველაზე გავრცელებულ რელიგიებს:

1) ქრისტიანობა (Christianity) – მთლიანად 2’107’000’000 ადამიანი, რომელშიც შედის 1,106,000,000 ბერძენი კათოლიკე, 370,000,000 პროტესტანტი, 218’000’000 ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი.

2) ისლამი ( Islam) – 1’283’000’000 მიმდევარი , მათში შედის : 1’065’000’000 სუნის მიმდევარი და 205’000’000 შიიტი.

3) ინდუიზმი (Hinduism)– 851’000’000 მიმდევარი.

4) ჩინური უნივერსალობა ( ხალხური რელიგია) (Chinese universism (folk religion)) – 402’000’000 მიმდევარი.

5) ბუდიზმი (Buddhism) – 375,000,000 მიმდევარი, მასში შედის 142’000’000 ტრევადას მიმდინარეობიდან, 210’000’000 მაჰაიანას და 22’000’000 ტანტრაიამას მიმდევერები (რომლებიც ასევე იწოდებიან ლამაისტებად).

ალბათ უმეტესობა არ შემეკამათებით, თუ ჩამოთვლილთაგან ყველაზე პროგრესულ რელიგიად ქრისტიანობას დავასახელებ. ეს რელიგია ხელს უწყობს მხატვრობის, სიმღერის და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას, რაც შეგვიძლია დავინახოთ საგალობლებში და მართლაც მშვენივრად მოხატულ ტაძრებში )))გარდა ამისა ქრისტიანობა არ არის დაფუძნებული ძალადობაზე და არ ზღუდავს ადამიანს ისე, როგორც სხვა რელიგიები. მართალია, რწმენის მიხედვით ადამიანების გამორჩევა ცუდი საქციელია, მაგრამ მე, პირადად, საღად მოაზროვნედ ვერ აღვიქვამ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს გამუდმებით ზიანს აყენებს და ამბობს, რომ ეს მისი რელიგიის წესია… რელიგია არა მხოლოდ ადამიანის სულიერებაზე, არამედ მის აზროვნებაზე და ფსიქიკაზეც აისახება.
ქრისტიანობის შემდეგ ყველაზე პროგრესულ რელიგიად მივიჩნევ ბუდიზმს. ეს რელიგია ადამიანს ასწავლის თავის თავთან მუშაობას და აწყნარებს მას. მე თუ მკითხავთ ბუდიზმი ფილოსოფია უფროა ვიდრე რელიგია. ეს მოსაზრება სხვებისგანაც არაერთხელ გამიგონია…

ახლა კი დავუბრუნდეთ ისევ ქრისტიანობას…. ბევრისთვის ახალი ამბავი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ქართველი მართლმადიდებლები ხშირად ძალიან შეჭრილები არიან მორწმუნის როლებში. ხანდახან აგრესიაზეც კი გადადიან საკუთარი რელიგიის დასაცავად. ერთხელ შევესწარი მართლმადიდებლის და ათეისტის კამათს. პირველი ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი, მეორე კი ძალიან ცინიკურად. გამიკვირდა და არ მეგონა, რომ ადამიანს, რომელსაც თავისივე თქმით მთელი არსებით სწამს უფლის და მიჰყვება მის გზას შეეძლო ისეთი რამის თქმა რაც მე მითხრა იმ “მართლმადიდებელმა”. საქმე იმაშია, რომ როდესაც კამათი დაასრულეს და მე აშკარად ვხედავდი აგრესიას “მართლმადიდებლისგან” მას დავუსვი კითხვა: შენი სარწმუნოების სიტყვიერი შეურაცხოფის გამო ადამიანს მოკლავ?-კი-მიპასუხა მან.
-და მაგას გეუბნება ღმერთი?-ამ კითხვაზე უკვე პასუხი ვეღარ გამცა….
მე არც ათესიტების მხარს ვიჭერ და არც ასეთი “გარეკილი მართლმადიდებლების”, რომლებსაც ვერ გაუგიათ თავიანთი რელიგიის ნამდვილი აზრი. საერთოდაც მე თუ მკითხავ ბავშვი არ უნდა მონათლო მაშინ, როდესაც იგი პატარაა და რელიგიის არსი არ ესმის. გაიზრდება და როცა ყველაფერში გაერკვევა თავად გადაწყვეტს რა მრწამსს მიიღებს… პირადად მე ვცდილობ ყველაფერში ნეიტრალური მხარე დავიჭირო, არასდროს ვყოფილვარ ათეისტი და დარწმუნებული ვარ არც ვიქნები )) მოვინათლე მართმადიდებლად, მაგრამ მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა ჩემს რელიგიასთან დაკავშირებით…. ყველაფრის მიუხედავად მივიჩნევ, რომ ჩემი რელიგია საუკეთესოა ყველა დანარჩენ რელიგიებს შორის )) თუმცა მოწოდებით მე მაინც აგნოსტიკი გახლავართ 🙂

ჰელოუინის განწყობა….ანუ ორიგინალური ქუდი

Published ნოემბერი 1, 2012 by isabelle

დღეს 31 ოქტომბერია და როგორც მოგეხსენებათ, მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ჰელოუინი. თქვენდა გასაკვირათ საქართველოშიც. დიდი სურვილი მქონდა ჰელოუინზე წასვლის, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და გადავწყვიტე სულ ცოტათი მაინც შემექმნა ჰელოუინის განწყობა და სკოლაში ჯადოქრის ქუდით გამოვცხადდი…ასევე მეცვა ტანსაცმელი მუქ ტონებში, რაც მთლიანად ჯადოქრის ფორმას წააგავდა ქუდთან ერთად :))
-რა ორიგინალური ქუდი გახურავს- იყო პირველი კომენტარი ჩემს ქუდთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი ერთ-ერთი კლასელის მშობელს ეკუთვნოდა….
შემდეგ სიტუაცია ცოტათი გამწვავდა 😀 კლასში შემოსვლისთანავე ხალისი შემოვიტანე, მაგრამ გამაფრთხილეს დაგიწვავს ვინმე მაგ ქუდსო 😀 მე ჯიუტად მაინც არ ვიხდიდი ქუდს… პირველი გაკვეთილის შემდეგ, დერეფანში გასვლისას, ზედმეტი ყურადღებაც კი მივიქციე… ძირითადად მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ “რა მაგარია” “სად იყიდე” “მეც მინდა” და ა.შ
მომეწონა, რომ ხალხს დადებითი რეაქცია ჰქონდა და როგორც ჩემი კლასელი იტყოდა “ქუდი არ დამიწვეს” 😀 თუმცა ბოლოს მაინც ყველაფერი გააფუჭეს და ერთმა “იუმორთან ნაჩხუბარმა” ადამიანმა “ჰელოუინის საფრთხობელა” მიწოდა… ისე რო შევხედე თვითონ უფრო ჰგავდა საფრთხობელას, მეთქი რო ვუთხრა არ ეწყინოს თქო და მხოლოდ “რა მაგრა იღადავე დავი-shock-ე”-ს დავჯერდი 😀 როგორც მოგეხსენებათ ჰელოუინი ზოგიერთის აზრით სატანისტურ რიტუალად ითვლება, ამიტომ არც ის გამომრჩენია, როგორ ამარიდეს თვალი ამ ზოგიერთებმა 😀 მოკლედ სულ ეს იყო და როცა მოინდომებთ სკოლაში რაიმე ფორმით მისვლას ელოდეთ მსგავს რეაქციებს :))
ჰელოუინს გილოცავთ !

ჩემი დაწერილი ლექსები

Published ოქტომბერი 26, 2012 by isabelle

სანამ ჩემი ლექსების კითხვაზე გადახვიდოდეთ, მინდა შეგამზადოთ და გითხრათ, რომ ლექსებს ძირითადად ვწერ მისტიურ ან რომანტიულ თემებზე, თუმცა ძირითადად მაინც უფრო სიყვარულს ეხება ჩემი ლექსები…. მაგრამ მე ლექსებს ჩემს თავზე არ ვწერ ანუ ძალიან იშვიათად ხდება, რომ ლექსი დავწერო ჩემს ნამდვილ განცდებზე…. ახლა კი შეგიძლიათ დაიწყოთ კითხვა, იმედი მაქვს მოგეწონებათ (ცოტათი მაინც) 🙂

ჩუმი წუხილი

ხანდახან ჩემს გულში იშლება სიყვარული,
მერე ქრება და მიჩნდება სიძულვილი,
ერთმანეთს ებრძვის ორი მსგავსება
ვერცერთი იმარჯვებს, ორივე მარცხდება.
შურისძიების სურვილი მკლავს და
ვასწორებ მიწასთან მათ ვინც მიყვარდა.
უსაზღვრო, გრძელი ფიქრები მტანჯავს,
თითქოს ვიღაცა რამეს მიმალავს.
ჩემში ღამე და დღე ერთადაა,
დემონის ხმა და უფლის ძახილი.
აქ სიყვარული მხოლოდ ერთგანაა,
სხვა ყველაფერი ზიზღის სამხილი.
როცა გარება ყველა ოცნება,
და წაიშლება ყველა სურვილი,
იქ დაიძინებს ჩემი გონება,
და ეს იქნება ჩუმი წუხილი…

მე წავალ…

მე წავალ შორს და დაგტოვებ მარტო,
გთხოვ ამ ერთ რამეს: არ მოგენატრო
მე წავალ შენგან სველი თვალებით,
გთხოვ ნუ დამღალე ამდენი წამებით.
პატარა ქალაქში დიდი გრძნობები
იფეთქებს კვლავ და არ გეხსომები,
პატარა გოგონა, პატარა ქალაქი
უაზრო სიტყვები, უაზრო ლაქლაქი.
მე წავალ შენგან,  წავალ აქედან
დაგტოვებ მარტო სავსე მთვარესთან
და დავშორდებით მე და შენ ღამეს,
ღამეს და ლამაზ სევდიან მთვარეს.

ჩემი ცრემლები

ჩემი ცრემლები მარგალიტებს ჰგავს,
ჩუმი სინაზით რომ გინათებენ ცას.
ჩემი ცრემლები გულიდან მოდის
და თითქოს მიჰყვება მონატრების ხმას.
ჩემი თვალები დაგეძებენ შენ,
კვლავ უიმედოდ გავყურებ გზას,
გელოდები შენ, ვეძახი სხვას,
ჩემს ფიქრებს ვადარებ უზარმაზარ ზღვას.
ვხედავ შენს სახეს როცა ვახელ თვალს,
ის როდის მოვა?-ვეკითხები თავს,
თუმცა ვიცი, რომ არ დაბრუნდები
და ვერ ვიპოვი სხვას ვინც შენ გგავს…

მე რომ მოვკვდები

მე რომ მოვკვდები  გარს დამიფინეთ თეთრი ვარდები
მე რომ მოვკვდები ალბათ ცივი და ჩუმი გავხდები.
მე რომ მოვკვდები ბევრს ნუ იტირებთ ნუ დაღვრით ცრემლებს
ნუღა შემახებთ ჩემს ცივ სხეულზე პატარა ხელებს.
მე რომ მოვკვდები ნუ შემომახვევთ ტანზე სუდარას,
ნურც ცოცხლად მიხმობთ, ნურც ღმერთს დაუწყებთ მუდარას…
კვლავ გაიხსენეთ მე ვინ მიყვარდა და ვის ვეტრფოდი
და რომ მოვკვდები მას უთხარით, რომ მისთვის ვკვდებოდი…

მოვა სიყვარული

მოვა სიყვარული შორს გადაკარგული,
ცაში გაფანტული და გადამალული.
მოვა სიყვარული, უთუოდ მოვა
და შეჩერდება ძლიერი თოვა.
მოვა დაშრეტილი და გულგახეთხილი,
მოვა და სიმშვიდეს მოიტანს კვლავაც.
მოვა სიყვარული ტანჯვით დაფერფლილი,
კვლავ ის სიყვარული, კვლავ ის განდეგილი.
მოვა ნაფერები და მიტოვებული,
მოვა სიყვარული კვლავ გათბება გული,
მოვა ნატირები და გახარებული,
ცაში აფრენილი, შორს გატაცებული.
მოვა სიყვარული, იფარფატებს სული
წავა სიამაყე და გაქრება შური,
მოვალ მეოცნებედ შენგან გაფრენილი,
მოვა სიყვარული ტანჯვით დაფერფლილი…


შენი მონატრება წამით

გუშინ გამიტაცეს მე შენზე ფიქრებმა,
კვლავ ამიცრემლიანეს თვალი,
მაგრამ სიყვარული სადღაც გამქრალიყო,
თითქოს ვეღარ მეცნო თავი.
ო, როგორ მიყვარდი,
როგორ გნატრულობდი,
როგორც მზის ამოსვლას ღამით,
მაგრამ გამქრალიყო ჩემი სიყვარული,
ნეტავ სად წავიდა, საით?!
ნეტავ ვის ვაჩუქე მე შენზე ფიქრები
ვინ გავაბედნიერე ამით?!
ნეტავ ვის დავუთმე ჩემი სიყვარული,
შენდამი სიყვარული მალვით…
გუშინ გამახსენდა მე შენი ღიმილი
როგორ მიღიმოდი მაშინ,
ალბათ გიყვარდი და მე ვერ ვხვდებოდი,
ანდაც მერეოდი სხვაში…
იქნებ მე სულაც არ მყვარებიხარ,
მაგრამ შევიშალე ლამის…
მე შენთან მინდოდა ვყოფილიყავი,
შენ კი მე გამცვალე სხვაში…
ახლა ჩემს გარშემო ქარები ქრიან
შენი ალერსის სახით,
ამ ქარებს თავის სახელიც ჰქვიათ:
შენი მონატრება წამით…